სამართალი
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

pagodaთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. დიდთოვლობის გამო საავტომობილი გზების ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს . როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იტყობინებიან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალს, აქ მოძრაობა თავისუფალია. ყველა სახის ავტოტრანსპორტს რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეუზღუდავად შეუძლია.