პირველი ავიარეისი კატარიდან
თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. კატარის ავიახაზების პირველი ოფიციალური რეისის შესრულება საქართველოში დღესაა გათვალისწინებული.
ფრენა თბილისის მიმართულებით 18.30 საათზე შესრულდება, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან როგორც საქართველოდან, ისე კატარიდან.
კატარის დაბალტარიფიანი ავიახაზების საქართველოში შემოსვლა ზაფხულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას კატარში ვიზიტის დროს გადაწყდა.