საზოგადოება
კუკავა: „რესპუბლიკელებმა“ ქართველ ხალხს ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი, წაართვეს“

kukava-respebzeთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ რადიო „ობიექტივში“ საუბრისას გააკეთა. არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ მასთან თანამშრომლობის სურვილი ყველა პარტიამ გამოთქვა, თუმცა „რესპუბლიკელების“ ძალისხმევით გაერთიანება არ შედგა.

„როცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, ის ქართველმა ხალხმა მთელი ერის ლიდერად აღიქვა, ამიტომ მასთან თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ორგანიზაციამ მოისურვა, მაგრამ აქაც „რესპუბლიკელები“ ჩაერივნენ და ქართველ ხალხს ლიდერი წაართვეს. სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე უარი სწორედ მათ განაცხადეს, რის გამოც ერთი დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვეღარ შედგა“, – განაცხადა კუკავამ.

ამასთან, „წარსულის გამოცდილების საფუძველზე“, კუაკავა ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს, ყველა კოალიციაში ყველაფერი საკუთარ ჭკუაზე აკეთოს... ივანიშვილის კოალიციაში 4-5 პარტიაა, მაგრამ, რატომღაც, ყველა საქმეში მხოლოდ „რესპუბლიკელები“ ჩანან. საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ ბოლო დროს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე აღარ ჩნდება, აღარც ამ კოალიციის მართვაში ერევა“, – აღნიშნა კუკავამ.