პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: „სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დისტანცირებული არ იქნება“

mishikooo2თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ საუბრისას განაცხადა, „მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“. დეპუტატის აზრით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გახდომას აპირებს, „აღიარებენ საკუთარ მარცხს მოახლოებულ არჩევნებში“.

 

„გარწმუნებთ, რომ არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, თუ რა იქნება ერთი წლის შემდეგ, რა მოვლენები განვითარდება... მინდა, ერთი რამ ვთქვა, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი და ამას ამბობენ მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, სხვა ამას არავინ ამბობს, ისინი აღიარებენ საკუთარ მარცხს მოახლოებულ არჩევნებში. სხვა გზა მე არ წარმომიდგენია, რომ თან გაიმარჯვონ და თან თვითონვე მოიყვანონ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად... სააკაშვილი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური არენიდან ეს ადამიანი არ იქნება დისტანცირებული. კონკრეტულად რა იქნება ეს პოზიცია, მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან იქნება მკითხაობა“, – განაცხადა წიკლაურმა.