თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მედიასაშუალებებს მიმართავს. განცხადების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, 1 თებერვალს, 13:00 საათზე, მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელის ყველა იმ მედიასაშუალების მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც მედიაგაერთიანებაში გაწევრებას გეგმავს.მემორანდუმს უკვე შეუერთდა 23 მედიასაშუალება. ესენია: „ალია ჰოლდინგი“; „რეზონანსი“; „ობიექტივი“; „მედიაპალიტრა“; რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“; ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“; გაზეთი „ვერსია“; ინტერნეტგამოცემა „პრესაგე.ტვ“; ჟურნალი „ღია ბოქლომი“; გაზეთი „ბანკები და ფინანსები“; „მესენგერ“; რადიო „მაესტრო“; ტელეკომპანია „მაესტრო“; მედიაკორპორაცია „ასავალ-დასავალი“; გაზეთი „ბორჯომი“; ჟურნალი „ქვაკუთხედი“; გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“; „გლობალ.ტვ“; „საქართველო და მსოფლიო“; საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“; ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“; გაზეთი „დღეს და ხვალ“; სტუდია „მონიტორი“.
ხელმოწერის ბოლო თარიღია 1 თებერვალი“.