აქტუალური
ალასანია: “სააკაშვილი ვერ გააკეთებს იმას, რაც შეძლო პუტინმა”

irakli-mishaze-koment

თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პირველი არხის გადაცემა „დიალოგში“ განაცხადა, მისი აზრით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ნათლად განაცხადა, რომ „საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლების სრულფასოვანი შეცვლით...“

„ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით და არა რევოლუციით, სამხედრო ამბოხებით, როგორც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვცვლიდით ხელისუფლებას. დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაა საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი არცერთი ფორმით აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ის ვერ გააკეთებს იმას, რაც გააკეთა პუტინმა... ბუნებრივია, მას მომავალში ექნება რაღაც პოლიტიკური პერსპექტივა. ეს არის მისი და ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტი, მაგრამ ეს არჩევნები იმით იქნება განმსაზღვრელი, რომ რეალური ცვლილება განხორციელდება არჩევნების გზით“, – განაცხადა ალასანიამ.