რედაქტორისგან
ჩვენი მკითხველებისთვის, და არა მარტო მათთვის, კარგადაა ცნობილი ეს სახელი – ქალბატონმა ჯულიანამ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ აღორძინების პირველი დღეებიდანვე აღმოუჩინა ყველანაირი – მორალური და საინფორმაციო, მხარდაჭერა. მისი მოღვაწეობა, როგორც სამართალდამცველის, კარგადაა ცნობილი ევროკავშირის ქვეყნებშიც და საქართველოშიც. სიყვარული და ერთგულება მისი ისტორიული სამშობლოს – საქართველოს, მიმართ, ტკივილი ქვეყნისა და მთელი ქართველი ხალხის ბედზე, აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია და პროფესიონალიზმი – ამ თვისებებმა მას დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვეს როგორც მეგობრებსა და ახლობლებს, ისე თანამშრომლებსა და მკითხველებს შორის.
დღეს ქალბატონ ჯულიანა დიუმას 38 წელი შეუსრულდა. საქინფორმის მთავარი რედაქცია, მთელი ჟურნალისტური კოლექტივისა და სააგენტოს მკითხველთა სახელით გულწრფელად ულოცავს ქალბატონ ჯულიანას დაბადების დღეს და უსურვებს ყველანაირ სიკეთეს მას და მის ოჯახს!