აქტუალური
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული კანონი საქართველო-თურქეთს შორის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების პირობებს არ პასუხობს და მხარეებს შორის მიმდინარეობს დიალოგი, რათა აღნიშნული კანონმდებლობა ქვეყნებს შორის არსებულ სავიზო რეჟიმთან შესაბამისობაში მოვიდეს.
„ქართული მხარე დიალოგშია თურქულ მხარესთან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორმხრივად გაფორმებული შეთანხმების პირობებს ეს კანონმდებლობა არ პასუხობს და ვცდილობთ, ეს კანონმდებლობა მაქსიმალურად იყოს მოყვანილი ჩვენს ორმხრივ რეჟიმთან შესაბამისობაში“, – აცხადებს ჯალაღანია.