აქტუალური
ცხინვალში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

jioevaaaaთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევის მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს.

ბროვცევი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევასთვის  უფლებამოსილების გადაცემას ახალ არჩევნებზე სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ აპირებს.

„რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად მე დროებით ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. ნებისმიერი ყველაზე რთული საკითხის გადაწვეტისას ძირითადი კანონით, ასევე, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს დადგენილებებითა და სახელმწიფოს სხვა სამართლებრივი ინსტიტუტების გადაწყვეტილებებით ვიხელმძღვანელებთ“, – განუცხადა ბროვცევმა ჟურნალისტებს.

ჯიოევა ვადიმ ბროვცევისგან ხელისუფლების გადაცემას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი ინაუგურაციის ჩატარებით იმუქრებოდა. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ჯიოევამ თავისი ინაუგურაცია მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის დანიშნა.