პოლიტიკა
ვაშინგტონის იშვიათი მესიჯები...

vera_qobalia3333თბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ასეთი ტიპის მესიჯებით იშვიათად გამოირჩევა.

„პრეზიდენტმა ობამამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს ეხება ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას და პერსპექტივას იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ განცხადებას ძალიან იშვიათად აკეთებს და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს. რადგან პრეზიდენტმა ობამამ ამის შესახებ პრესის წინაშე ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს მოლაპარკება დაიწყება, პერსპექტივაში ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი შეთანხმება იქნება“, – განუცხადა ქობალიამ „ინტერპრესნიუსს“.