საზოგადოება
„წინააღმდეგობის კომიტეტის“ აქცია ბათუმში

aqcia-batumshiiiiiiბათუმი, 30 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 15:00 საათზე, ბათუმში, ერას მოედანთან, მედეას ძეგლთან, „წინააღმდეგობის კომიტეტი“ გამართავს აქციას „ბათუმი აზიზიეს მეჩეთის გარეშე!“

„აჭარაში აზიზიეს სახელობის მეჩეთი აღდგება. მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის შეთანხმება სამი დღის წინათ შედგა. ქართული მხარე ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქეთს საქართველოში აზიზიეს მეჩეთის აღდგენასა და ახმედიას კომპლექსის რესტავრაციას სთავაზობს. შემოგვიერთდით!!! ძირს ძალადობა და უსამართლობა!!!“ – აცხადებენ „წინააღმდეგობის კომიტეტში“.