აქტუალური
„ჩემზე დაგეგმილი იყო თავდასხმა, ვლადიმერ პუტინს ჩემი ერთი ადგილით დაკიდების სურვილიც კი ჰქონდა, მე ეს ამბავი ტელევზორით გავიგე. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც პრეზიდენტი ასეთ თემებზე საუბრობს, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთში ხალხმა ქუჩაში გამოსვლა გაბედა და ისინი თავიანთ უფლებებს იცავენ. ყველას აინტერესებს ქართული რეფორმები, ისინი ითხოვენ ქართულ რეფორმებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს, რუსეთთან შედარებით, კრიმინოგენური თვალსაზრისით, 5-ჯერ უფრო ნაკლები მაჩვენებელი აქვს. ევროპაში კი ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა.