სამართალი
თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, იყალთოს ქ. N33-ში, მცხოვრებთ სახლის კართან დილის 08:30 საათზე ჩვილი იპოვეს.
„იყალთოს ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან ჩვილი მიაგდეს. ის ახალი დაბადებული იყო და ჭიპლარიც არ ჰქონდა მოცილებული“, – განმარტავენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.
ჩვილის ნახვის შემდეგ ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომლის შემდეგ ქუჩაში მიტოვებული ჩვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.