საზოგადოება
დიდთოვლობა სამეგრელოში

didtovloba-walenjixaზუგდიდი, 30 იანვარი, საქინფორმი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. წალენჯიხასა და ჯვარში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები უშუქოდაა დარჩენილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა ქარდავას თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე უნდა მიეწოდოს. მისივე ინფორმაციით, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს წალენჯიხაში დღეს დაიწყებენ.

წალენჯიხაში სადენების დაზიანება დიდთოვლობამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

დიდთოვლობაა ზუგდიდის მაღალი ზონის სოფლებშიც. სოფლებს – ყულიშკარს, ოდიშს, ჯიხაშკარს, ჭაქვინჯს და კორცხელს, ელექტროენერგია ორი დღეა, არ მიეწოდება. დაზიანებულ სადენებზე აღდგენითი სამუშაოები „ენერგო პრო ჯორგიას“ უკვე დაწყებული აქვს. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ჩართვები ეტაპობრივად განხორციელდება.

ზუგდიდში ყველაზე დიდი ნალექი (80 სმ) სოფელ კორცხელში დაფიქსირდა.

სამეგრელოში უშუქოდ 60 ათასზე მეტი აბონენტია დარჩენილი.