ინგლისის ვიზის შეძენა მარტივდება
თბილისი, 27 იანვარი,
საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში გამგზავრების პროცედურა მარტივდება. 30 იანვრიდან სავიზო გადასახადის გადახდა ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია ცვლილების შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მსურველებს ონლაინგადახდა გადახდა „ვიზა“ და „მასტერქარდის“ ტიპის როგორც სადებეტო, ისე საკრედიტო ბარათებით შეეძლებათ. გამოყენებული სავალუტო ერთეული აშშ დოლარია. გადასახადის გადახდა სავიზო განაცხადის შევსების დროს იქნება შესაძლებელი.