საზოგადოება
თბილისი, 27 იანვარი საქინფორმი. საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა იმატა. საგანგაშო სტატისტიკის მიხედვით, კიბოს გამოვლენის სიხშირე 8-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ახალგაზრდებშიც მომატებულია.
საქართველოში დღეისათვის ყოველწლიურად 7 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება, სპეციალისტთა პროგნოზით, ეს რიცხვი 2020 წლისთვის 11-12 ათასს მიაღწევს. მედიკოსები აცხადებენ, რომ დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ადრეული დიაგნოსტიკაა, რაც განკურნების შანსს ზრდის. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართონ სპეციალისტებს და დროული გამოკვლევები ჩაიტარონ.