პოლიტიკა
თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა კიდევ ერთი ქვეყანა გახდება, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ თემაზე მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. იგი ფიჯის კუნძულებზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტების შეკითხვა დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ღიად დატოვა.
მისი თქმით, ნებისმიერი ამგვარი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა.ფიჯი შესაძლოა მეექვსე ქვეყანა გახდეს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე 5 ქვეყანამ ცნო – რუსეთი, ვანუატუ, ტუვალუ; ნიკარაგუა; ნაურუ.