საზოგადოება
„სამშობლოს“ საგანგებო ბრიფინგი რუსთაველის გამზირზე

zdanie-parlamentaთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 26 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლო“ ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგის თემაა თბილისში განხორციელებული მასობრივი მკვლელობები და ამჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება. გამოქვეყნდება მიმართვა საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტებისადმი, გაკეთდება მორიგი  განცხადება პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა და მრგვალი მაგიდა  „სამშობლოს“ დაფუძნების შესახებ.