სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიიდან იქნა გადმოტანილი. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საქმეზე ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებენ.
ამასთან, აღნიშნული საქმის გამომძიებელი ირაკლი მამფორია კომენტარზე უარს აცხადებს. მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახმაურდება.