პოლიტიკა
თბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მდინარე ფსოუზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულა. მედვედევთან ერთად სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, ახალ ხიდზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს აერთებს, რუსეთის პრეზიდენტი და აფხაზთა ლიდერი ალექსნდრე ანქვაბი ერთმანეთს შეხვდნენ.
„ყველაფერი მალე ააშენეს, ცივილიზებულად, მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების გათვალისწინებითაც“, – უთხრა მედვედევმა ანქვაბს და აფხაზეთის პრეზიდენტი მასთან ერთად საზღვრის რუსულ მონაკვეთზე დაპატიჟა.
ახლად აშენებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის თებერვალში ამუშავდება.