აქტუალური
რიკოთის გვირაბით სარგებლობა ისევ ფასიანია

rikoTiთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. მთავრობის დადგენილებით რიკოთის გვირაბით სარგებლობა ისევ ფასიანი ხდება. მთავრობის №10 დადგენილების მიხედვით, რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის დაწესებული საფასური  არის სავალდებულო, რომელიც მიმართული იქნება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში. საფასურის გადამხდელად განისაზღვრა საავტომობილო გვირაბით მოსარგებლე თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ოდენობას შემდგომ თავად მთავრობა განსაზღვრავს.

„საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ადმინისტრირება, ამ მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე, საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა“, – ნათქვამია განკარგულებაში.