შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაცია თბილისში
თბილისი, 25 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოში დღეს შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაცია ჩამოდის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ შვეიცარიასთან ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, იგი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი სახელმწიფოა. ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პროექტებსაც შევეხებით“, – განაცხადა კალანდაძემ.