საზოგადოება
ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე

qarishxaliთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. დედამიწას გუშინ საღამოს ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი დაატყდა თავს. ამის მიზეზი მზეზე მომხდარი უძლიერესი აფეთქებაა.

მნათობზე ამოფრქვევები „ნასას“ თანამგზავრებმა დააფიქსირეს. გავარვარებული პლაზმა, რომელიც პროტონების, ელექტრონებისა და მძიმე ელემენტებისაგან შედგება, დედამიწას მოუახლოვდა.

მზეზე მომხდარმა კორონარულმა ამოფრქვევებმა შესაძლოა, თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანა, დედამიწაზე კი კავშირგაბმულობის ხარვეზები გამოიწვიოს. თუმცა ადამიანისთვის საგრძნობ საშიშროებას არ წარმოადგენს.

ჯერჯერობით ზემოაღნიშნული ხარვეზები დაფიქსირებული არაა.