საზოგადოება
წელს ტურიზმის სფეროში ყურადღება კახეთზე გამახვილდება

turizmiiთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო „Holiday inn“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის, განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრო.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ყველა პროექტი, რომლებიც 2012 წელს ტურიზმის განვითარების მიზნით კახეთის რეგიონში განხორციელდება.

პრეზენტაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მაია სიდამონიძემ და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მედიის, ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„იგეგმება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კახეთის რეგიონში განხორციელდება. ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ კახეთი დაიტვირთება ტურისტებით“, – განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ.