პოლიტიკა
ჟან-კლოდ მინიონი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
jean-claude-mignonთბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როგორც სტრასბურგიდან იუწყებიან, საფრანგეთის დელეგაციის წევრმა ჟან-კლოდ მინიონმა ამ პოსტზე მევლუდ ჩავუშოღლუ შეცვალა. ის ასამბლეის რიგით 26-ე პრეზიდენტი გახდა.
მინიონი ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტია საფრანგეთიდან. „შევეცდები, უზრუნველვყო კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიის განმტკიცება. ეს უბრალო სიტყვებად არ დარჩება“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.
ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში აირჩევენ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ კომისარსაც. თომას ჰამერბერგს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.