აქტუალური
„როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსული მხარე მზად არის, ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესი... საქართველოს ხელისუფლებას კი არაერთხელ განუცხადებია, რომ ის მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების რეალური შანსი. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაიწყოს რუსეთთან პრობლემატურ საკითხებზე დიალოგი“, – აცხადებს პარტიის ლიდერი კახა კუკავა.
ამასთან, მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“ რამდენიმე თვეა, აწარმოებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე და მზადაა, მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებისკენ მიმართულ ნებისმიერ პროცესში.