პოლიტიკა
ვაშაძე ევროსაბჭოში სიტყვით გამოვა

vashadzee2თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, დღეიდან – 23 იანვრიდან, 27 იანვრის ჩათვლით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება. ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სესიაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც გამოვა.

მინისტრ ვაშაძის გამოსვლა უკვე შეტანილია სესიის დღის წესრიგის პროექტში, რომელსაც სესია დღეს – პირველ სამუშაო დღეს, დაამტკიცებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასამბლეას სიტყვით მიმართავს 25 იანვარს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე. მისი მიმართვის ტექსტის შინაარსი ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, იგეგმება, რომ მინისტრმა ასამბლეის წევრების კითხვებსაც უპასუხოს.