აქტუალური
თურქეთი ჩვენს ენერგეტიკაში მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს

energetikaთბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. თურქეთი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დააბანდებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თბილისში საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გილაურის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა 40-მდე დოკუმენტს, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილს საქართველო მოიხმარს, ნაწილი კი ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

საქართველო-თურქეთის ენერგეტიკულ კონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრებმა ალექსანდრე ხეთაგურმა და თანერ ილდიზმა ხელი მოაწერეს ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საერთაშორისო შეთანხმებას.