თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. უახლოეს ხანებში ოპოზიციონერი მილიარდერის – ბიძინა ივანიშვილის, ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის დაწყებას გეგმავს, სადაც ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა.
17 იანვარს შპს „აქცეპტმა“, რომლის 80%-იანი წილის მფლობელი არის ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო დანარჩენ 20%-ს ამავე კომპანიის დირექტორი, კახა კობიაშვილი ფლობს, რომელმაც შპს „იგრიკა“ 20 ათას ლარად შეისყიდა, კონტრაქტის თანახმად.
„იგრიკას“ მფლობელი იყო ილია (ბაჩო) კიკაბიძე – ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამინდელი დირექტორი, რომელმაც „იგრიკასთვის“ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გასული წლის სექტემბერში მიიღო, ხოლო სატელიტური მაუწყებლობის უფლება დეკემბერში მოიპოვა. ვიდრე ამ უკანასკნელ ლიცენზიას მიიღებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისაგან, 12 დეკემბერს მან „იგრიკას“ ორწლიანი მართვის უფლებით გადაცემაზე შეთანხმება გააფორმა შსპ „აქსეპტთან“, რომლის მფლობელიც ივანიშვილის მეუღლე სწორედ ამ გარიგების დადების შემდეგ გახდა.როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ივანიშვილის პრესსამდივნო ადასტურებს, რომ „იგრიკა“ ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. ხვედელიძის პოლიტიკური გააქტიურების გეგმები ბოლო პერიოდში გაცხადდა.
„ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით“, – იტყობინება პრესსამდივნო.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სახელწოდებით დაიწყებს ფუნქციონირებას ახალი ტელეკომპანია, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპაში მოქმედ მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან.
„ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ახალი ტელევიზიის ფორმირების საქმეში კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი სარედაქციო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი თავისუფალი ქართული მასმედიის განვითარების გზაზე“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.