რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „PORN FEEL OFF“ და „უკანასკნელი საინფორმაციო კავკასიური“

Pძვირფასო მკითხველო! თავდაპირველად მსურს, რამდენიმე ადრინდელი პუბლიკაცია შეგახსენოთ.

2010 წლის 4 ივნისს РИА „Новости“-ს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა „საქართველოში რუსულენოვანი მედიის მდგომარეობის შესახებ“, რომელზეც მე განვაცხადე: „არცთუ დიდი ხნის წინათ ჩვენთან  ჩამოსულ სტუმარს – ოლეგ პანფილოვს, უკვე ჰყოფნის თავხედობა, საქართველოში რუსული ენის მაქსიმალურად შეზღუდვის აუცილებლობაზე ილაპარაკოს და ამას აცხადებს კაცი, ვინც აქ „რუსულენოვანი ჟურნალისტიკის სკოლა“ და რუსულენოვანი ტელეარხი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ („Первый Информационный Кавказский“, შემოკლებით „ПИК“) დააარსა, რომლებმაც იდეაში ხელი უნდა შეუწყონ საქართველოში რუსული ენის პროპაგანდას“. (იხ.ენა, რომელიც დღეს  თბილისამდე ვერ  მიგვიყვანს“.)

2011 წლის 9 აპრილს პუბლიკაციაში „ანტირუსული პროპაგანდის „ПИК“ი: 20 მილიონი – დამატებით!“ მე ვაფრთხილებდი: „ПИК“-ის ავტორი და წამყვანი ოლეგ (იგივე სანდრო) პანფილოვი არის სამშობლო, მრწამსი, პატრონი და ორიენტაციაშეცვლილი პროვოკატორი, რომელიც საქართველოში ეროვნებათაშორის შუღლის დათესვას ლამობს, რათა ჩვენი საზოგადოება რუსოფობიით მოიწამლოს და ჩვენი შვილები ანტირუსული სულისკვეთებით აღიზარდონ. მას დავალებული აქვს, შეკრიბოს ახალგაზრდობის „ნარჩენები“, ვინც ჯერ კიდევ ფლობს რუსულ ენას და მათგან მოამზადოს ჟურნალისტები, რომლებიც რუსულ ენაზე კავკასიაში ანტირუსულ პროპაგანდას წაიყვანენ კონფლიქტის პროვოცირების მიზნით“.

2011 წლის 19 დეკემბერს საქინფორმის საიტზე, რუბრიკაში „უცხოეთი“, გამოჩნდა ვებგვერდ www.myspace.com -დან გადმოღებული წერილი „ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტები“ პირველწყაროზე – ვინმე დენისზე დაყრდნობით, რომელიც ჰყვებოდა ბლოგერების ჯგუფზე (იხ. ქვემოთ, ფოტო №1), „რომელსაც საქართველოს შსს და პირადად მინისტრი მერაბიშვილი კურატორობს და რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლავთ ოლეგ პანფილოვი“.

ისტერიკამ, რომელიც ამ გადმობეჭდილმა მასალამ გამოიწვია ინტერნეტდივერსანტთა რიგებში, დაადასტურა, რომ უცნობმა ბლოგერმა დენისმა „ათიანში გაარტყა“: ლიბერასტებმა პანფილოვის ჯგუფიდან „Facebook“-სა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად „თბილისის ფორუმზე“ (www.forum.ge) ბინძური კამპანია წამოიწყეს საქინფორმისა და მისი მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ, რითაც ბოლომდე გასცეს თავი!

2011 წლის 28 დეკემბერს მე მათ ვუპასუხე პუბლიკაციით „ПИК“-ის პუკზე და შპიკის მორიგ ფშიკზე“, რომელშიც ეს გველების ბუდე ვამხილე (ციტატა): „ყურადღება მიაქციეთ: ყველა ბინძური კომენტარი, მართალია, უბადრუკად, მაგრამ რუსულად იყო დაწერილი, თუმცა ზემოხსენებული მასალა, ჩვეულებისამებრ, ქართულადაც გამოქვეყნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ავტორებმა ქართული ენა სათანადოდ არ იციან. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ „ПИК“-ი, რომელსაც ხალხმა დიდი ხანია „ПУК“-ი შეარქვა, სოლიდურად არის დაკომპლექტებული ისეთივე „ქართველებით“, როგორიც პანფილოვია, გასაგები ხდება – ვისგან მოდის დანარჩენი კომენტარებიც, სადაც საჯაროდ ლანძღავენ სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს და საქართველოსა და კავკასიაში ეროვნებათაშორის შუღლს თესავენ. სწორედ ამ ფაქტის დამალვისა და ავტოქტონურ ქართველ ერთან მიკედლების სურვილით აიხსნება თავის არაქართულ წარმომავლობაზე დაკომპლექსებული პანფილოველების შესაბრალისი „პუკები! სასაცილოა, როდესაც სამშობლო და ორიენტაციაშეცვლილი მოღალატე ოლეგ-სანდრიკა ცდილობს, „რომის პაპზე უფრო კათოლიკე“ იყოს!“

აი, დღევანდელი ჩვენი პუბლიკაციის მთავარ თემასაც მივუახლოვდით, რომელიც ურნალისტ ლეგ ანფილოვის (შემოკლებით – ჟოპ, როგორც მას რუსეთში უწოდებენ) ორიენტაცია გახლავთ: ხატვის მასწავლებელი ტაჯიკეთიდან; ჟურნალისტი განათლების გარეშე (იხ. ფოტო №2, 3), რომელმაც სააკაშვილისაგან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო, მაგრამ ამის შემდეგაც საზღვარგარეთის კონფერენციებზე რუსეთის სახელით გამოდის (იხ. ფოტო №4); აფერისტი, რომელიც მოტყუებით (თითქოსდა ჩეჩნეთში ომის დროს ჟურნალისტად ნამუშევარი) გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი და ამ თანამდებობაზე ათი წელი იმუშავა (2000-დან 2010 წლამდე); სპეცსამსახურის ლუსტრირებული რეზიდენტი, რომელიც მისიებს კუბასა და მონღოლეთში ასრულებდა და რამდენიმე წლის წინათ ბოლო დავალება მიიღო – საქართველოში; მოღალატე, რომელმაც ღალათის საფასურად პრეზიდენტ სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა, თბილისსა და აჭარაში უძრავი ქონება, კახეთში კი ვენახები მიიღო (იხ. ფოტო №5). პანფილოვის სექსუალური ორიენტაცია, როგორც ამბობენ, ჰომოსექსუალურია, და ეს შიშს იწვევს, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წყალობით ის ჩვენთან ახალგაზრდობის „დამრიგებელია“! არადა, ჯერაც ცოცხალია მოგონებები კიდევ ერთ „დამრიგებელზე“ – პედერასტ თომას ფლეტჩერზე, ზუგდიდის სკოლის მასწავლებელზე, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის კი არა, ენით სარგებლობის მასწავლებლად ჩამოვიდა მამრობითი სქესის არსებებთან სექსის დროს (იხ. ფოტო № 6, 7)...

მაგრამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმკა შაშკინმა (საქართველოში სენატორ ჯონ მაკეინის ემისარმა), რომელიც, სამწუხაროდ, საკუთარ მამას – ღირსეულ თბილისელს – არ დაემსგავსა, აქედან სათანადო დასკვნები არ გამოიტანა, ვერ მიხვდა, რომ ქართველი მომავალშიც „ბლანჟეს“ კი არა, ულვაშს ატარებს, რომ ქართველს მამრობითი სქესის არსება კი არა, ქალი ეყვარება, და რომ ქართველი არასოდეს გამოიკვებება ქაქით (ამბობენ, რომ ბოლო ორი „სიამოვნება“ სენატორ მაკეინს ვიეტნამში ტყვედ ყოფნის დროს მისაწვდომი იყო – ყოველდღიურად და სავალდებულო წესით).

და აი – ახალი სიურპრიზი: 2012 წლის 18 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია „მინისტრი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა“, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი“(იხ. ფოტო №8).

საინტერესოა, ვინ იყვნენ ეს „რუსეთის აკადემიური წრეები, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები“, რატომ არ სახელდება არსად არცერთი გვარი?! რატომ აღმოჩნდა მათთვის, როგორც ტექსტშია მითითებული, „განსაკუთრებით საყურადღებო  ის პროექტები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა“, და არა ისტორიის გაყალბებული სახელმძღვანელოები, რომლებიც რუსეთს ოდითგანვე საქართველოს დამპყრობლად წარმოადგენენ, ლიტერატურულ თხზულებათა თემები დამწყები კლასებისათვის, როგორიცაა „რუსეთი – ოკუპანტი და აგრესორი“?!  როგორ „გამორჩათ“ მხედველობიდან საქართველოში რუსული სკოლების მასობრივად დახურვა,  მოწაფეთა აღზრდა შოვინიზმისა და რუსი ხალხისადმი, 143-მილიონიანი მეზობელი ქვეყნისადმი სიძულვილის სულისკვეთებით, რომელსაც საქართველოსთან მართლმადიდებლობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა  და  ასობით ათასი შერეული რუსულ-ქართული ოჯახი აკავშირებს?!

ამ შეკითხვის პასუხს შემდეგ წინადადებაში იპოვით (ვკითხულობთ): „მინისტრთან შეხვედრა პროექტის „ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ ცნობილი რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის ხელმძღვანელობით ახორციელებს“(?!). მოითმინეთ, ჯერ ნუ აღშფოთდებით, აჯობებს, მომდევნო წინადადება (მართლაც რომ ცინიზმის პიკი!) წაიკითხოთ:პროექტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის“ (!!!).

მაშასადამე, „ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი“, რომელიც „ПИК“-ზე ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებს და ჩვენი ბავშვების ფსიქიკას ამახინჯებს, ახლა „ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით ხელს შეუწყობს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის"?!  როგორ შეიძლება, „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრს – კავკასიურ სახლს“ პლებეი, ფაშისტი და რუსოფობი ხელმძღვანელობდეს?! ესე იგი, როგორც პროპაგანდისტმა პანფილოვმა და ქართველმა პროქტოპოლიტოლოგებმა ტელევიზიით განაცხადეს, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც პატივისცემით მოიხსენია ბორის აკუნინის ქართული წარმომავლობა, ნაციონალისტი და ფაშისტია, ხოლო ისინი, რომლებიც მასხრად იგდებენ რუს (და არა მარტო რუს!) ხალხს და უკანასკნელი სიტყვებით ბილწად აგინებს მის რჩეულებს (პუტინსა და მედვედევს) – დემოკრატები და საქართველოს პატრიოტები არიან?! (სხვათაშორის, პანფილოვივით მატყუარა საქართველოს ტელევიზიამ პუტინისადმი აკუნინის პასუხის გახმაურებისას „რატომღაც“ გამოტოვა აბზაცი, სადაც მწერალი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში თანაბრად ადანაშაულებს როგორც სააკაშვილს, ისე პუტინს...)

დასასრულ, საქართველოს განათლების სამინისტროს საიტი იუწყება, რომ „აღნიშნული პროექტის ფარგლებში  საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს  საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან მართავენ. პროექტის ბოლოს  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და ერთობლივი ბლოგის შექმნა იგეგმება“.

აბა როგორ იქნება, პანფილოვი – ბლოგის გარეშე?! მითუმეტეს, რომ, როგორც უკვე ვწერდი 2011 წლის 5 ოქტომბერს პუბლიკაციაში „ПИК“: ბერეზოვსკი&პარსონსი ბოკერია&ბენდუქიძემ ჩაანაცვლეს“ და 2012 წლის 16 იანვარს პუბლიკაციაში „ПИК“-ი „ალანიამდე“ „ჩამოაქვეითეს“ „ПИК“-ი, ისე, რომ პოპულარობის პიკს მაინც ვერ მიაღწია, უკანასკნელ დღეებს ითვლის – საქართველოში მას ისედაც არავინ უყურებს, ხოლო მას შემდეგ, რაც „ПИК“-მა თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას (ანტირუსული პროპაგანდით კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე ზეგავლენა ვერ შეძლო), ის საბოლოოდ მიატოვა მისმა დამფუძნებელმა და სპონსორმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომელმაც თავისი ფული რობერტ პარსონსის მეშვეობით ამოიღო. დღეს კი მას საქართველოს ხელისუფლებაც ტოვებს, რომლისთვისაც არხი ინტერესს აღარ წარმოადგენს, მითუმეტეს, ვ.პუტინის მოახლოებული უეჭველი პრეზიდენტობის გათვალისწინებით: „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ „უკანასკნელი საინფორმაციო კავკასიური“ გახდა და ის პროფილით მსგავს კომპანია „ალანიას“ შეტენეს. ამიტომ ხომ არ გადაერთო ჟოპ-ი თავის ძირგამომთხრელ პროექტებზე და პორნოგრაფიულ ბლოგებზე?! 

სხვათაშორის, ინგლისურენოვან საქართველოში პანფილოვს სხვა შესაბამისი მეტსახელი მოუძებნეს„PORN FEEL OFF“...

P. S. იმავე დღეს – 2012 წლის 18 იანვარს, როდესაც შაშკინი და პანფილოვი „რუსეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს“ საქართველოში განათლების სფეროში მიღწეული „წარმატებებით“ აკვირვებდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა: „შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს, რომ გრძელდება რუსეთის წარმოჩენა ქართველი ხალხის მტრად და საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების ამ სულისკვეთებით აღზრდა, მრავალწლიანი მტრობის დათესვა. მ. სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება გამაოგნებელია. მაგრამ როდესაც მან თქვა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველი შემთხვევა იყო, ჯერ გამეცინა, მერე კი მივხვდი, რომ ამას, ალბათ, ქართულ სკოლებში ბავშვებს ასწავლიან. ეს საშინელებაა, საქმე ხომ ერთობლივ ისტორიას ეხება. საშინელებაა, რომ ისტორიული ფაქტი, როდესაც სხვა, აგრესიული მეზობლებისაგან თავის გადასარჩენად საქართველომ რუსეთთან პოვა მფარველობა, წარმოჩენილია როგორც რუსული ოკუპაცია. მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი თავისი ძირეული ინტერესებით იხელმძღვანელებს და ჩვენ შორის მტრობის ჩამოგდების მცდელობებს არ წამოეგება“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

pl p2
p3 p4
p5 p6
p7 p8