პოლიტიკა
ესტონეთის დელეგაცია თბილისშია

ene-ergmaთბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. დღეს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე  ენე ერგმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდება.

დღესვე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები სახელმწიფო მუზეუმის საგანძურსა და სხვა ექსპონატებს დაათვალიერებენ.

21 იანვარს კი დელეგაცია სიღნაღში გაემგზავრება, სადაც გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ესტონეთის დელეგაცია საქართველოს 22 იანვარს დატოვებს.

ესტონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) თავმჯდომარე ენე ერგმა, მისი მოადგილე იური რატასი, ესტონეთის პარლამენტის წევრები მარკო პომერანტსი, მარეტ მარიპუუ, იაან ოუნაპუუ, ესტონეთის პარლამენტის კანცელარიის დირექტორი ჰეიკი სიბული და კანცელარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი რეინ ოიდეკივი.