სამართალი
თბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (სემგს) თბილისში, რუსთაველის გამზირის № 30-ში, მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვს.
სამინისტროსავე ინფორმაციით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 500 000 ლარად იყიდება.აუქციონის პირობების თანახმად, შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეების უსასყიდლო სარგებლობის უფლება 2012 წლის 1 თებერვლამდე.
ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge-ზე 18 იანვარს 17:00 საათზე დაიწყება.