რედაქტორისგან
თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?

talibebi2თბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი რამდენიმე დღის წინათ იუწყებოდა, ინტერნეტში გამოჩნდა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მორიგი შეურაცხმყოფელი ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები ავღანეთში მოკლული თალიბების მიმართ.

გუშინ კი ტელეარხმა „RTVi“  ჩაატარა გამოკითხვა: იყო თუ არა დასაშვები ამერიკელი ჯარისკაცების დაცინვა მოკლული თალიბების ცხედრებზე?

 

გამოკითხულთა 85%-მა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა და მხოლოდ 15%-მა მიიჩნია ეს ქმედება დანაშაულად.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ამ 85%-დან ტელემაყურებლების უმეტესობას სწორედ იმ ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენს უახლოეს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნია, რომლებსაც ჩვენ გვინდა, ყველაფერში მივბაძოთ და რომელთა ინტერესებისთვის ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სიცოცხლეს სწირავენ.

საქინფორმი გეკითხებათ: ქართველებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? სწორად მიგაჩნიათ, რომ ქართველმა ჯარისკაცმა, ამერიკელი ჯარისკაცის მსგავსად, მოკლულ, თუნდაც, მტრის გვამს, დააშარდოს?