საზოგადოება
ზვავსაშიშროების გამო სტეფანწმინდა-ლარსისა და მლეთა-გუდაურის მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ნალექიანი ამინდი ქვეყანაში სამ-ოთხ დღეს შენარჩუნდება.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, 18 იანვრისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია აცივება, თოვა და ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.