პოლიტიკა
„მიმდინარე წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება და ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრებენ. ისინი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
იმავე ინფორმაციით, „პრეზიდენტი, ასევე, ისაუბრებს მომავალ არჩევნებზე საქართველოში და იმ რეფორმებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყოს სტაბილური დემოკრატია ამ ქვეყანაში“.