საზოგადოება
არჩევნების დროს რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება აიკრძალა

elections2თბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება აიკრძალა. ახალი კანონის შესახებ  „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

აქამდე საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალული იყო სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი იყო ასახული. აკრძალული იყო ისეთი მასალის დამზადებაც, რომელიც ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ თუ საწინააღმდეგო მასალას შეიცავს, ახალი „საარჩევნო კოდექსით“ კი ამ აკრძალვებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენებაც დაემატა.