საზოგადოება
ლაზიკა – მითი თუ რეალობა?

lazika--sulaთბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გასული წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში სტუმრობისას ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, „ახალ ქალაქში 10 წელიწადში, მინიმუმ, ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება და ამ მაჩვენებლით ის საქართველოს მეორე ქალაქი იქნება“.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ლაზიკას პროექტი საერთოდ არ გააჩნია და ქალაქის მშენებლობა ამ დრომდე იდეის დონეზე რჩება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის მიერ ახალი ინიციატივის გამოცხადებისთანავე საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „განსახორციელებელი საპროექტო გეგმის ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული სხვა სახის დოკუმენტის ასლის“ მოთხოვნით მიმართა. პასუხად კი მიიღო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არაა.

ამის შემდეგ „IDFI“-მ იმავე მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასაც მიმართა, საიდანაც, ასევე, მიიღო პასუხი, რომ „მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცული არ არის“.

შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებას ლაზიკას საპროექტო გეგმაც კი არ გააჩნია.