სამართალი
ყაზბეგის გამზირზე 24 წლის მამაკაცი დაჭრეს

samartaliთბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. ყაზბეგის გამზირზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 24 წლის გიგი ხოჭოლავა დაიჭრა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მას რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ხოჭოლავას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა რამდენიმე ადგილზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამითვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.