სამართალი
5000-ლარიანი ფინანსური ვალდებულება მაჟორიტარი დეპუტატებისთვის

parlamentis-sxdoma34თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 5-ათასლარიანი ფინანსური ვალდებულება დაეკისრათ. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.

აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ფინანსური ვალდებულების დაწესებას „ქრისტიან-დემოკრატები“ ითხოვდნენ, რომელიც მმართველმა ძალამ გაითვალისწინა კიდეც.

ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.