სამართალი
თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 15 იანვარს ადრიატიკის ზღვაში თურქული გემის „ედირნეს“ ჩაძირვის შედეგად ორი ქართველი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ დურესის სანაპიროსთან მოხდა. ბორტზე აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ გემს ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი 1980 წელს იყო აგებული. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სულ ეკიპაჟის 12 წევრი გადარჩა, მათ შორის, უმეტესობა ქართველია.
დურესის მერის განცხადებით, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ ინფორმაციას აზუსტებს.