აქტუალური
თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზაში დღეიდან ცენტრალურ მაგისტრალზე გაცილებით სწრაფად მოძრაობას იწყებენ.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველად ქართული რკინიგზის ისტორიაში, სამგზავრო მატარებლის სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება. შედეგად, თბილისი-ფოთის მონაკვეთის დაფარვა 4 საათსა და 45 წუთში გახდება შესაძლებელი, ხოლო თბილისი-ბათუმის მონაკვეთის დაფარვა – 5 საათსა და 15 წუთში.
გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა იწყებს ახალ პროექტს „ერთი დღით საქართველოს კურორტებზე“. პროექტის დეტალებზე დღეს ბრიფინგი გაიმართება.