სამართალი
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა! პატიმართა რაოდენობით...

1patimrebiთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ლონდონში მოქმედი ორგანიზაცია „International Centre for Prison Studies“-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, საქართველო ამ მხრივ ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში – მეოთხეზე.

კერძოდ, თუ 2003 წელს 100 ათას მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით საქართველო 155 სახელმწიფოს შორის 59-ე ადგილს იკავებდა, 2012 წლისთვის იგი ამავე რაოდენობის მოსახლეზე 539 პატიმრით 216 ქვეყანას შორის უკვე მე-4 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს გაუსწრო, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაიწყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეალური ლიბერალიზაცია და უარი თქვას მოჩვენებით, კოსმეტიკურ ცვლილებებზე“.

„საპატიმროების გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა“ – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

pirweli.com.ge