საზოგადოება
გიორგი მერებაშვილი „დინამოს“ უბრუნდება

dzaria-merebashviliთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. 26 წლის ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი თბილისის „დინამოს“ უბრუნდება. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი უკვე წარუდგინა სპორტულ მედიასა და საზოგადოებას. მერებაშვილსა და „დინამოს“ შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. სერბული წყაროების ცნობით, ქართულ გრანდს ყოფილი ფეხბურთელის „ვოივოდინადან“ გამოსყიდვა 700 ათასი ევრო დაუჯდა.

2009 წელს მერებაშვილი თბილისის „დინამომ“ სერბეთის ნოვო სადის „ვოივოდინაში“ გაყიდა, თუმცა წლების შემდეგ მისი დაბრუნება საქართველოში ყოფილ გუნდს სამმაგი დაუჯდა. ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისური გადაეცა, რომლითაც იგი სერბეთში წასვლამდე ასპარეზობდა.

გარდა მერებაშვილისა, „დინამოს“ რიგებში გამოჩნდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ყოფილი 10 ნომერი – ირაკლი ძარია, რომელსაც უკრაინაში უნდა გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა უკრაინული ვარიანტი ჩაიშალა და მანაც სამი წლით დაუკავშირა თბილისის „დინამოს“ მომავალი.

თბილისის «დინამო“ ესპანურ შეკრებაზე 13 იანვარს გაემგზავრება, სადაც ახალწვეულებსაც იახლებს.