აქტუალური
გორში ზოოპარკის დათვი გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დაკლეს და შეჭამეს!

daTvi-goriთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წელს სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გააქრო. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა შეჭამეს:

ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს. მათ ერთმანეთი დაასისხლიანეს და მერე იძულებული გახდნენ, სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაეკლათ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაცას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. ახალბაღის ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე – რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა განმარტა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და „ისიც, მგონი, ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“.

2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.

ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.