აქტუალური
თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. როგორც გაზეთი „ვერსია“ წერს, მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის ახალი ქართული ტელეარხი „იგრიკა“ მაუწყებლობის დაწყებას მარტში გეგმავს. გამოცემის მიხედვით, მის ლიცენზიაში მილიარდერმა ბაჩო კიკაბიძეს 2 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა ოპოზიციონერის გარემოცვაში ამ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.
მეცენატი ბიზნესმენი ახალ ტელევიზიაში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა კადრს შეკრებს. 90-იანი წლების ბოლოს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა „მე-9 არხს“, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიხურა. დღეს კი ამ ნაბიჯს შეცდომად აფასებს.როგორც დღეს იუწყება საქინფორმი, შპს „იგრიკა“, რომლის მფლობელიც „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს „აქცეპტს“ გადაეცა. „აქცეპტის“ 80%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა.
კიკაბიძის განცხადებით, „კომპანიას 24-საათიანი მაუწყებლობის უფლება აქვს, ლიცენზია 2008 წელს მოვითხოვე და 2011 წლის 9 სექტემბერს მომცეს“.