აქტუალური
საქსტატმა ინფლაციის საველე სამუშაოები დაიწყო

saqstati-66თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქსტატის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იანვრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 იანვრიდან 20 იანვრის  ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი 2012 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.

ფასებზე დაკვირვება მოხდება ფასების 20 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება  1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.

საველე სამუშაოების დამთავრების შემდეგ ინფლაციის გასაანგარიშებლად იანვარში პირველად გამოიყენება განახლებული სამომხმარებლო კალათა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათას ფორმირების პროცესში წარმოდგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც სთავაზობს ევროსტატი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ახალი სამომხმარებლო კალათaს პრეზენტაციას საქსტატი შემდეგ კვირაში გამართავს.

იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდება.