საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „მინდა, სოხუმის გზაზე ვიყო თქვენი მეგზური“!

go-mishaთბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დევნილთა ახალ დასახლებას – თამარისს, ეწვია. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ახალმოსახლეობა, შობა-ახალი წელი მიულოცა და საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი სიმბოლურად თავად მართავდა ავტობუსს, რითაც იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ახალ სახლებამდე მიიყვანა.

 

„დიდი ხანია, მინდოდა, რომ ამ გზაზე პირადად წამომეყვანეთ, თუმცა უფრო დიდი ოცნებაც მაქვს – სოხუმის გზაზე ვიყო თქვენი მეგზური. ახლა ბათუმისკენ წაგიყვანთ. იცოდეთ, რომ ეს თქვენი სახლებია, თუმცა, როგორი კარგი ბინებიც არ უნდა გქონდეთ სხვაგან,  ჩვენი სამშობლო არის იქ – აფხაზეთში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ახალი დასახლების გახსნაზე მყოფ პრეზიდენტთან დაცვამ სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები არ მიუშვა. მათი უმეტესობა უბინაოდაა დარჩენილი, ისინი ახალ რაიონში ბინების გამოყოფას ითხოვდნენ. მათი თქმით, 7 ათასი დოლარის ფულადი კომპენსაცია მიიღეს, თუმცა ეს თახნა ბინის შესაძენად ძალზე მწირია.