საზოგადოება
ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ტელევიზიის დაფუძნებას გეგმავს. ინფორმაცია ბიზნესმენის მრჩეველმა ზურაბ ბიგვავამ დაადასტურა, რომლის განმარტებით, „ის, რომ ივანიშვილს და მის გარემოცვას ტელევიზიის გახსნა უნდათ, ბუნებრივია“.
„ტექნიკური დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ტელევიზიის გახსნას მართლაც ვგეგმავთ, თუმცა რა ტიპის მაუწყებლობა ექნება მას, არ ვიცი, რადგან ამ საქმეს ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი კურირებს“, – აცხადებს ბიგვავამ.