სამართალი
თბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. დღეს მოძრაობა „ივერიელები“თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავს – „თბილისის მერია მედიის მკვლელია!“
როგორც მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელმა ლევან კოჭლოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერია ბეჭდურ მედიას შეგნებულად აქცევს ვაკუუმში და აქცია სწორედ ამის გასაპროტესტებლად ჩატარდება.აქციის მონაწილეები მერიის მიერ ბეჭდური მედიის ჯიხურებთან დაკავშირებით მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გააპროტესტებენ.
კოჭლოშვილის თქმით, მოძრაობა „ივერიელების“ გარდა საპროტესტო აქციაში სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, მოძრაობა „არა!“ და არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქციის მონაწილეები აქციის ფარგლებში ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიეცეთ თავისუფლება მედიასაშუალებებს.