სუბელიანის უწყება გორში გადადის
თბილისი, 12 იანვარი,
საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გორში გადავა.
„სხვათა შორის, ლტოლვილთა სამინისტრო გორში გადმოდის და ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ეს ქალაქი სულაც არ არის თბილისიდან შორს. არ ვიცი, გორია თბილისის გარეუბანი, თუ თბილისი – გორის. ეს საკამათო საკითხია, მაგრამ აუცილებლად გორი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოსი“, – განაცხადა სააკაშვილმა.